გაკვეთილის
თემა:
|
რა ვიცით ქართული შუა საუკუნის ტაძრების შესახებ?
|
სწავლების
საფეხური:
|
საბაზო, IXკლასი
|
მოსწავლეთა
პროფილი:
|
0. 8–მოსწავლე
|
მიზანი:
|
მოსწავლე გაეცნოს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ ქართულ ტაძრებს; შეძლოს
ქართული ტაძრების გეგმის წაკითხვას, შეძლოს იმ ცვლილებების დანახვა რასაც ქართული
არქიტექტურა განიცდიდა დროთა განმავლობაში;შეძლოს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ტაძრების ერთმანეთისგან განსხვავებას
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა და აქტუალობა:
|
|
კავშირი
საგნებთან:
|
ისტორია, გეოგრაფია
|
ე.ს.გ.
მისაღწევი შედეგები:
|
ხელ.IX.2-იყენებს
სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის შემოქმედთა ნაწარმოებებს საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად;
ხელ.IX.4-გამოთქვამს
მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულების შესახებ და ცდილობს დაასაბუთოს
საკუთარი აზრი;
ხელ.IX.5-კონკრეტული
ნიმუშბის მაგალითზე მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე;
ხელ.IX.6-მსჯელობს,
თუ როგორ აისახება ეპოქის იდეური და სტილისტური ნიშნები ხელოვანის შემოქმედებაზე.
|
წინარე
ცოდნა:
|
მოსწავლეებმა იციან ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის შესახებ
|
რესურსები:
|
IXკლასის სახელმძღვანელო, საქართველოს რუკა, საწავლო-თვალსაჩინო მასალა
(CD), თაბახი, უბრალო ფანქარი.
|
გაკვეთილის
მსვლელობა:
|
A-ფაზა
დრო-10წთ
აქტივ.1-გონებრივი იერიში (საგაკვეთილო ტექსტის გაცნობამდე მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ თავიანთი ქალაქის ტაძრები და დაასახელონ ისინი)
აქტივ.2-პროვოცირება ილუსტრაციით (მოსწავლეებს ვუჩვენებ ილუსტრაციებს, რომელზედც მოცემულია სხვადასხვა ქართული ტაძრები და ახალი მასალის წარდგენამდე ვგებულობ წინარე ცოდნას ასახსნელ თემასთან დაკავშირებით შემდეგი კითხვებით:1-რა ჰქვია ამ ტაძრებს? იცით თუ არა მათი შექმნის დრო ან რაიმე საინტერესო ისტორია? აქვს თუ არა ტაძრებს გუმბათი? მოხატულია თუ არა ისინი ფრესკებით? რა შთაბეჭდილებას ტოვებს თქვენზე და ა.შ.)
|
B- ფაზა
დრო-20წთ
აქტივ.3-აქტიური მინი ლექცია (საგაკვეთილო მასალის ახსნა)
აქტივ.4-ტექსტზე მუშაობა ჯგუფურად (მოსწავლეებს დავყოფ
ორ ჯგუფად რომლებიც შეასრულებენ დავალებას,სახემძღვანელოში მოცემულ ინტერაქტივის
შეკითხვებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ მცხეთის ჯვრის
და გერგეტის სამების ხუროთმოძღვარი ითვალისწინებს მთის რელიეფს და ნაგებობას მთის
დამაგვირგვინებელ ფორმად აქცევს, ხოლო ალავერდის ოსტატი გაშლილ ველზე, მაღალ, აზიდულ
ნაგებობას ქმნის, რომელიც კავკასიონის ფონზე იკვეთება)
აქტივ.-5-T-დიაგრამაზე მუშაობა ჯგუფებში (მოსწ. ვთავაზობ,
თითოეულმა ჯგუფმა აირჩიოს საქართველოს ორი სხვადასხვა რეგიონის საეკლესიო არქიტექტურის
ნიმუში და შეადაროს თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით.
საკუთარი მოსაზრებები ერთობლივი გადაწყვეტილებისამებრ ჩაწერონ T-დიაგრამაში
|
|
C-ფაზა
დრო-15წთ
აქტივ.6-ნამუშვრის
განხილვა ( სამუშაოს დასრულებისას ჯგუფის
ლიდერი აცნობს თანაკლასელებს ერთობლივ ჩანაწერებს, მსჯელობენ თითოეული ჯგუფის ჩანაწერებთან
დაკავშირებით, აზუსტებენ ცალკეულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ სათანადო
კორექტივები. აკეთებენ დასკვნას)
აქტივ-7-გაკვეთილის შეჯამება
აქტივ.8-საშინაო დავალებისმიცემა ( დაწერონ თემა "მრავალფეროვანი საქართველო") |
|
შეფასება:
|
მოსწავლეები შეფასდებიან მიზნიდან გამონდინარე შეფასების კრიტერიუმებით
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment